ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება უახლოეს დღეებში 180 გრადუსით შეიცვლება
1732220968
„ჩვენი ეზო”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „მოცურავე”, „ქალაქი ანარა”, „იყო შაშვი მგალობელი”, „დანაშაული მოხდა”, „მაცივარში ვიღაც იჯდა”... – ყველა ამ ფილმში მაკა მახარაძემ საინტერესო როლები ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილის გატაცება ყოველთვის კლასიკური ბალეტი იყო.
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა მაკას ჰკითხა, რას ეტყოდა დედას ახლა რომ ამის შანსი ჰქონდეს...
„ბავშვობაში გენატრება, სულ გინდა გვერდით გყავდეს, მაგრამ როგორც წესი, დედას არ სცალია. ამ დროს გინდა მხოლოდ შენთვის ეცალოს.
შემდეგ უკვე როცა თავად დაოჯახდები უკვე დახმარება გჭირდება, მაგრამ მერე როდესაც დედას სჭირდები, მერე შენ თავად ხარ დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მოვაკელი დედას ჩემი ყურადღება, მაინც ბოდიშს მოვუხდიდი თუ რამე ისე არ გავაკეთე...
მე თვითონაც ვცოდავ ამ საკითხში, ყოველთვის არ ვეუბნებოდი „დედა მიყვარხარ“. უნდა უთხრა... ყველაზე კარგია, როდესაც დედას ეფერები...“- ამბობს მაკა მახარაძე.