სრული ფურორი და უწყვეტი აპლოდსმენტები „შაშვი შაშვი მაყვალის“ მსოფლიო პრემიერაზე - რა მოხდა კანის კინოფესტივალზე

movie

ქართულ ბესთსელერზე გადაღებულ ეკრანიზაციას კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატება ხვდა წილად. 

"შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა გუშინ შედგა. თამთა მელაშვილის რომანზე გადაღებული ელენე ნავერიანის ფილმი, ნაჩვენები იყო დამოუკიდებელ სექციაში - Quinzaine des Cineastes. პრემიერას კანში ფილმის შემოქმედებითი გუნდი სრული შემადგენლობით დაესწრო. 

"შაშვი შაშვი მაყვალმა" უწყვეტი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

"პრაიმტაიმთან" პირველ კომენტარს მთავარი როლის შემსრულებლის, თემიკო ჭიჭინაძის მეუღლე, მსახიობი ნინო თარხან-მოურავი აკეთებს.

ნინო თარხან-მოურავი: სამწუხაროდ, არც რომანი მაქვს წაკითხული, ფილმი ხომ, ჯერჯერობით, არც არავის აქვს ნანახი.  ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. ჩემთვისაც ემოციური ფაქტია და საერთოდ,  ქართული ფილმი რომ კანის საერთაშორისო ფესტივალზეა, უკვე მთელი ამბავია და ჩემთვის მით უფრო, როცა იქ თუ ჩემი ოჯახის წევრია.

თემიკოს ვესაუბრე. თქვა, რომ ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა. დარბაზის ოვაციები გამოიწვია. კმაყოფილი ჩანს. ღელავდა, ფილმი არც მას ჰქონდა ნანახი. პირველად ნახა იქ, ფესტივალზე.

ვკითხე, კარგია რომ კარგად მიიღეს, შენ რას გრძნობ-მეთქი? მითხრა, ვუყურე განზოგადოებულად, არა როგორც ფილმში მონაწილემო და კმაყოფილი ვარო. 

"პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი თავისუფლება და ნამცხვრები. ის ჭორების გარეშე მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა დისტრიბუტორ კაცთან ცეცხლოვანმა სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა მისი გეგმები გაანადგუროს" – წერია ფილმის აღწერაში.

ასევე დაგაინტერესებთ:  „ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი... – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ შეხვედრასა და მისი დაღუპვით მიღებულ პირველ შოკზე

„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი

"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა

"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა... მერე მამამ ქუდში ხელი ჩამაყოფინა და..." - უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელზე