"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა... მერე მამამ ქუდში ხელი ჩამაყოფინა და..." - უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელზე

sofiko

"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა" - ეს არის ფრაზა სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ჰყვება, ლეგენდარულ ვერიკოსა და მიხეილს, როგორ სურდათ ქალიშვილისთვის ორი სხვადასხვა სახელის დარქმევა.

სოფიკო ჭიაურელი: -  ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი - სოფიას დარქმევა სურდა.

საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა.

 

21 მაისს სოფიკო ჭიაურელი 86 წლის გახდებოდა...

 

ასევე დაგაინტერესებთ:  „ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“

"ვინიცობაა ვერ მოვასწარი, ფილმში ჩემი "კრუპნი", სევდიანი კადრი ჩასვიო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა..." - შოთა კალანდაძე სოფიკო ჭიაურელზე

„ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი... – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ შეხვედრასა და მისი დაღუპვით მიღებულ პირველ შოკზე

„ათი ადამიანი რომ გაივლის, ერთი მაინც ხომ დაგუგლავს მის ვინაობას, ეს მახარებს...“ - ხათუნა იოსელიანის ემოციები ძმის სახელობის ქუჩის გახსნაზე