პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დები იშხნელების შთამომავალი, 75 წლის ლეგენდარული მანანა მენაბდე "პრაიმტაიმთან" შემოქმედებით სიახლეზე პატარა კომენტარს აკეთებს. მუსიკოსი ადამიანებს პატარა რჩევასაც აძლევს.
მანანა მენაბდე: ახალ ვინილის დისკზე ნიკა ნიკვაშვილთან ერთად ვმუშაობ. გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ვწერთ და ნიკა მარგველაშვილი გვეხმარება. ასე რომ, დატვირთული პერიოდი მაქვს.
- რაზე მღერით ახლა? ამ ასაკში?
- ვმღერი სიყვარულზე. დღეს ჩვენ სიყვარული გვაკლია. მე კი კვლავ სიყვარულს ვუმღერი. რაც არ უნდა ხდებოდეს, სიყვარულს ვუმღერი, როგორც დები იშხნელები უმღეროდნენ.
სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს. საერთოდ, ასაკით იმდენის ხარ, რამდენიც შინაგანი განწყობით. შინაგანი განწყობით კი, დაახლოებით 40 წლის ვარ, მეტის არა. უფლისთვის ყველანი ბავშვები ვართ. ასე რომ, ასაკი არაფერია.
- იმისთვის, რომ დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები, რას გვირჩევთ?
- ბოროტება არ ჩაიდინოთ, რა, გიყვარდეთ ადამიანები. მეორე ადამიანის არ შეგშურდეთ. გიხაროდეს სხვისი სიკეთის და მეორე ადამიანით სიხარული უნდა შეგეძლოთ.
მე ახლა ახალგაზრდა შემოქმედებთან ურთიერთობა მახარებს. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მათ რაც არ იციან, ჩემგან სწავლობენ. ასე ვავსებთ ერთმანეთს.