ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება
1751210254
პარიზში შვედური მოდის სახლის Viktor & Rolf-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fashionista ავრცელებს.
შვედური მდიდრული მოდის სახლი ფართოდ ცნობილია თავისი პროვოკაციული მიდგომით მაღალ მოდასთან მიმართებაში. მათ მოდის სამყაროში იუმორი შემოაქვთ. 2023 წლის კოლექციაში კი დიზაინერებმა მოდელებს კაბები განსხვავებულად მოარგეს.
Viktor & Rolf-მა 18 შთამბეჭდავი კაბა გამოიტანა პოდიუმზე, თუმცა მოდელებს ისინი არატრადიციული გზით ეცვათ. ზოგიერთი კაბა ამოტრიალებული იყო, ზოგი კი ტანისგან საერთოდ მოშორებული.
იმ დროში, როდესაც მოდის ინდუსტრია ხშირად შეიძლება ძალიან დამძაბველი იყოს, Viktor & Rolf-ი ამტკიცებს, რომ მოდა ამდენად სერიოზულად არ უნდა მივიღოთ.