1728933551
„შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს“... - გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის მწვავე ჰეპატიტზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება დააანონსა. თვალების სიყვითლე, უმადობა, ძლიერი სისუსტე, გულისრევის შეგრძნება და გონების დაბინდვა,- ეს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, დაუდგენელი წარმოშობის ინფექციას - მწვავე ჰეპატიტს ახასიათებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება უკვე დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500 -მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი.
ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველ, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და შეერთებულ შტატებში. ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე 3-4 კვირაა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ეს ინფორმაცია, 19 აპრილს, პირველად მე გავავრცელე, რასაც საზოგადოების მხრიდან, უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა.
მაგრამ დღეს, ამ თემას ბევრი ადამიანი და სამედიცინო პერსონალი გამოეხმაურა. მარტის შუა რიცხვებში, უკვე ვიცოდი ეს ინფორმაცია, მაგრამ სპეციალურად არ გავავრცელე, რადგან არ მინდოდა პანიკის დათესვა.
მაგრამ როცა 14 -ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, სპეციალურად დავდე პოსტი, მარტივ და გასაგებ ენაზე.
ამ ვირუსის შესახებ, დაზუსტებული ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ არც ახლა არის ბევრი რამ ცნობილი.
- რა ინფორმაციას ფლობთ ამ ვირუსთან დაკავშირებით?
პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვირუსული ჰეპატიტი, 30 ქვეყანაშია დაფიქსირებული. 500 -ზე მეტი ბავშვს, რომელსაც დიაგნოზი, დადასტურებული აქვს ლაბორატორიულად.
აქედან, 11 ბავშვი გარდაიცვალა. პრაქტიკულად, 15 -მდე ბავშვს, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა.
- 11 ბავშვი, ოპეაციის შემდეგ გარდაიცვალა?
როგორც ვიცი, ამ ბავშვებზე, ვერ მოასწრეს ოპერაციის ჩატარება. ღვიძლის ისეთი დაზიანება ჰქონდათ, რომ ბავშვებმა ვერ გადაიტანეს.
ვისაც ეს დიაგნოზი დაუდასტურდა, 90 % -ს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. სამედიცინო მაჩვენებლით, 10-14 % -ს, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. 100 -დან 15 ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
საქართველოში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია არ კეთდება. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში 100 ბავშვი დაინფიცირდება, 15 -ს დავკარგავთ.
ეს ფაქტია, არავის ვაშინებ. ასევე დადასტურდა ლაბორატორიულად, რომ ეს ახალი ვირუსული ჰეპატიტი არ არის - A, B, C, D და E ტიპის. ასევე დადასტურდა, რომ ადენოვირუსი „F41”, ჩართულია ამ საქმეში.
ვაქცინაციას არანაირი კავშირი აქვს, ბავშვების დაინფიცირებაზე. უმრავლესობა, 5 წლამდე ბავშვია, რომლებიც არ იყვნენ აცრილები. ევროპაშიც და ამერიკაშიც ვაქცინაცია 5 წლის ასაკიდან იწყება. დაინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა, თითქმის 90%, არავაქცინირებულია.
პირველად ვიტყვი თქვენთან, თუ რა თეორიებზე დაიწყეს მეცნიერებმა საუბარი:
1) შესაძლებელია ცხოველებთან კავშირი და 2) დადასტურდა, რომ ჩვენ ორგანიზმში პოსტკოვიდური, მსუბუქად გადატანილ კოვიდ ადამიანებში, კოვიდის ნაწილი კუჭ-ნაწლავში რჩება.
რამდენიმე მეცნიერის ინფორმაციით, ვერ დაადგინეს, გადამდები აირწვეთოვანი გზით არის თუ არა. არც მოგზაურობაა მიზეზი - პაციენტების მშობლების მოგზაურობის ანამნეზი გამოკითხა და დადგინდა, რომ არც ერთს უმოგზაურია.
ყველაზე მეტად, სამეცნიერო წრეებში, ადენო ვირუსული ინფექცია მუსირებს, რომელიც არ არის საშიში. მაგრამ ეს ვირუსი მეტად საგანგაშოა. დადასტურდა, რომ ბევრ ბავშვს კოვიდი ჰქონდა გადატანილი და ეს შესაძლოა პოსტკოვიდური ინფექცია იყოს.
ვინც კოვიდი უსიმპტომოდ გადაიტანა, ვირუსი დარჩა ორგანიზმში და განვითარდა ახალი ვირუსული ჰეპატიტი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ, ეს ინფექცია, შესაძლოა ბავშვებში პოსტკოვიდური იყოს. ეს ინფორმაცია, არ არის დადასტურებული, მაგრამ მიმდინერეობს კვლევა.
რეკომენდებულია, რომ იმ ბავშვებს, ვისაც აქვს ეს მაჩვენებლები, შესწავლილ იქნეს, ბავშვი კოვიდგადატანილია, თუ არა.
- რა რეკომენდაციებს აძლევთ მშობლებს?
პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ არავითარი პანიკა, რადგან შეიძლება ბავშვი უფრო დააზიანოს. დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში, მუქი შარდი; ნაცრისფერი განავალი; კანის ქავილი; კუნთების და სახსრების ტკივილი; მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ, გრძნობს დაღლილობას; მადის დაკარგვა; ტკივილი მუცლის არეში. პრაქტიკულად, ინფექციური დაავადების (ბოტკინი) ვარიანტია.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან. ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია.
რადგან შესაძლოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, ცხოველებთან კონტაქტი იყოს (რადგან ადრე იყო ფაქტები, რომ ცხოველები დაინფიცირდნენ კოვიდით), ამიტომ მშობლებს ვურჩევდი, მოარიდონ ცხოველებს.
არსებობს სამი თეორია, რომელიც ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული - 1) ცხოველებთან კონტაქტი, 2) შესაძლებელია, ბავშვმა გადაიტანა კოვიდი, უსიმპტომოდ. უფრო კოვიდგადატანილებს ვარაუდობენ.
- საქართველოში, დაახლოებით 2-3 თვეა, ბავშვების უმეტესობას აღენიშნება სურდო, ცემინება და ხველა, რომელიც გარკვეული პერიოდი მიმდინარეობს, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღეში, ისევ უმწვავდებათ, რა არის ამის მიზეზი?
ეს გრძელი კოვიდია. ამიტომ ორი წელია მოგიწოდებთ, ყველამ აიცრათ. ბავშვები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რადგან დაუცველები არიან.
ინდოეთში პანდემიის პირველი აფეთქება, ბავშვებმა გაავრცელეს. ყველას ეგონა, ბავშვებში არ ვრცელდებოდა კოვიდი. მალე მოხდა ამის მეცნიერულად შესწავლა და დადგინდა, რომ სწორედ, ბავშვები იყვნენ ვირუსის გამავრცელებლები. მათ ყველაზე იოლად გადააქვთ ვირუსი, მაგრამ პირველი გადამდებია. ახლა უკვე ბავშვებში დაფიქსირდა, ამიტომ უნდა ავიცრათ ჩვენი მომავალი თაობისთვის.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის, საიდან წამოვიდა და რა იწვევს ამ ვირუსს. ჩემი აზრით, პოსტკოვიდი მგონია. რამდენიმე ხანში, დაიდება ინფორმაცია და აუცილებლად გაგაცნობთ.
შეკითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან - 1) მზად ვართ, ამ ახალ ვირუსთან გასამკლავებლად? 2) ამ თემაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნდა საუბრობდეს და არა მე. 3) რეკომენდაციას, მე უნდა ვიძლეოდე, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი? 4) რას ვაკეთებთ, როგორ ვემზადებით - გვაქვს ტესტირება, ან ურთიერთობა სხვა ლაბორატორიებთან? ბავშვი თუ ავად გახდა, რომელ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს მისი შემოწმება - როგორ დავადგენთ, ბავშვს აქვს თუ არა, ეს ახალი ჰეპატიტი?
გამოკვლევა, უნდა კეთდებოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, მზად არ არის.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ისევ მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები...
აუცილებლად, პრაქტიკულად, ჩვენ უკვე, კოვიდიდან გადავდივართ ჰეპატიტზე. ჩემი მოსაზრება, დაფუძნებულია, არსებულ მეცნიერულ დოკუმენტებზე.
ამჟამად, ევროპაში და სავარაუდოდ, საქართველოში ცირკულირებს კივიდის 5 ვარიანტი - დელტა (Delta), ომიკრონი 1 (Omicron BA.1), ომიკრონი 2 (Omicron BA.2), ომიკრონი 4 (Omicron BA.4) ძალიან გადამდები, ომიკრონი 5 (Omicron BA.5) ძალიან გადამდები. განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევ დროულად აიცრან ბუსტერით.
უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ვირუსი გადაება იმ დროს, როცა ომიკრონი BA.4 და BA. 5 გავრცელება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც ეს ახალი ვურუსული ჰეპატიტი გავრცელდა, საინტერესოა, რომ სწორედ, იმ ქვეყნებში გავრცელდა.
ომიკრონის ახალი ტალღა უკვე წამოვიდა. ჯერ კიდევ, ორი თვის წინ, აღვნიშნე, რომ საქართველოში, შემდეგი ტალღა, ივნის-ივლისში დაიწყება. საქართველოში ძირითადად, ომიკრონი 4 (Omicron BA.4) და ომიკრონი 5 (Omicron BA.5) ვირუსი დაფიქსირდება.
სხვათა შორის გრძელვადიანი იქნება, რადგან საქართველოში, მოსახლეობა, პრაქტიკულად, არ არის აცრილი. ვინც ჩინური ვაქცინით არის აცრილი, არანაირი დაცვა არ აქვს. საქართველოში მოსახლეობის, დაახლოებით, 80% დაუცველია.
არის საშიშროება, რომ იმ ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც 2-3 თვეა, გაურკვეველ ინფექციას თუ ალერგიას ებრძვიან, ამ ახალი ვირუსული ინფექციის განვითარების წინა პირობა იყოს?
არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ბოლომდე არ არის დადასტურებული, რა აზიანებს ღვიძლს. ამ ახალი ინფექციას ახასიათებს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც უკვე მოგაწოდეთ, და არავინ იცის პირველი რა გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კოვიდინფექცია, რომელიც გავრცელებულია ბავშვებში. ყველანაირი სახის გაციება, თუ სურდო, ნიშნავს რომ კოვიდია.
- შეიძლება, 2 თვეც გაგრძელდეს?
რა თქმა უნდა. ბავშვები, ყველაზე რთული კონტინგენტია, დიდი ალბათობით, კოვიდი, შეიძლება 2-3 ჯერაც კი ჰქონდეთ გადატანილი.კოვიდს, ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს, რაც ბევრჯერ გადაიტან, მით უფრო რთულად გადაიტან შემდეგ კოვიდს. არიან ადამიანები, რომლებმაც 20 -ჯერ და მეტჯერ გადაიტანეს კოვიდი,
- რა რეკომენდაციებს აძლევთ მშობლებს?
პირველ რიგში, არ ჩავარდნენ პანიკაში, დაიცვან ჰიგიენის წესები, დაიბანონ ხელები და ბავშვებსაც ასწავლონ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ინფექციის გადადება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, არ არის დაზუსტებული, რა გზით გადადის, ეს ახალი ინფექცია.
ახალი კვლევების თანახმად, რომელიც ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ინფექცია, იმ ბავშვებში ვითარდება რომლებმაც უსიმპტომოდ, ან იოლ ფორმაში გადაიტანეს კოვიდი.
რამდენიმე ხნის წინ, საუბარი მქონდა ჩემ კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ სფეროში და დავადგინეთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც BA.2 ვირუსი, განსაკუთრებით BA. 4, არის ასტრალური შედეგები, ყველაზე მეტია, ამ ახალი ინფექციის, ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების რაოდენობა.
- პირველად, რომელ ქვეყანაში გავრცელდა, მწვავე ჰეპატიტის ინფექცია?
საიდან წამოვიდა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ პირველად ბრიტანელებმა დაადასტურეს. თავიდან ვერ დაადგინეს რა ინფექცია იყო, შემდეგ შეისწავლეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, პირველი ზარი, სწორედ, ბრიტანეთიდან შემოვიდა.
- სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რა სახის კვლევა ტარდება,?
ამ კვლევას, სჭირდება, სპეციალური ლაბორატორია, რომლის შესაძლებლობა, მხოლოდ დაავადების კონტროლს გააჩნია. მათი პოზიცია, ამ ეტაპზე გაურკვეველია, არ ვიცი რას მოიმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ აუცილებელია, პირბადეს ხმარება, რათა თავი დავიცვათ მწვავე ინფექციისგან.
ყველას მოვუწოდებ, ბუსტერი გაიკეთონ, განსაკუთრებით, 60 წელს გადაცილებულებს. არავითარი პრობლემა აღარ არის, სხვადასხვა ვაქცინით ბუსტერის გაკეთება.
მთავარია, სამედიცინო პირბადე მოვიხმაროთ, რომელიც მხოლოდ აფთიაქებში იყიდება, მე ვაგრძელებ კონტროლს, იმ პირბადეებზე, რაც დიდ აფთიაქებში იყიდება, რასაც როგორც მოხალისე, დღემდე უანგაროდ ვაკეთებ.
დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია სამედიცინო პირბადე, ხელის დაბანა. მოვარიდოთ ბავშვები ხალხმრავალ ადგილებს, საუკეთესო ვარიანტია, სოფელში, სუფთა ჰაერზე გაატარონ ზაფხული. ჯანმრთელობას გისურვებთ!