ღვთის საჩუქარი – მცენარე, რომელიც 14 სახის ვიტამინს და მრავალ სხვადასხვა მიკროელემენტს შეიცავს

ისპანახი

ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვიტამინები, სასარგებლო ნივთიერებები, ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ თქვენ ყურადღებას, ისპანახზე შეაჩერებთ.

საოცარი შემადგენლობის წყალობით, ისპანახი, ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის არის დიეტური, პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება.

ეს არის მცენარე, რომელიც მოგამარაგებთ ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მთელი ნაკრებით, რაც ესოდენ აუცილებელია გაზაფხულზე და თან კორონავირუსის გავრცელების ფონზე.

 ისპანახი (Spinacia) -  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და  ძალიან სასარგებლო ბოსტნეული კულტურაა. მისი სამშობლოა ირანი, კულტურულ მცენარედ აშენებენ, ზომიერი ჰავის ქვეყნებში.

ველური სახით, ისპანახი გხვდება წინა აზიაში, მისი გაკულტურულება, როგორც მიჩნეულია, ირანში მოხდა. ევროპულ ენებში კულტურის სახელი სწორედ, სპარსული დასახელებიდან მოდის, რომელიც ითარგმნება, როგორც „მწვანე ხელი“.

დიდი „აბრეშუმის გზის“ გავლით, ისპანახი ჩინეთში მოხვდა, სადაც VII საუკუნეში „სპარსული ბოსტნეული“ უწოდეს.

პირველი ცნობები, ისპანახის მოყვანის შესახებ, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, XI საუკუნის სამ არაბულ თხზულებაში გვხვდება.

ისპანახი, არაბული სამყაროს, ერთობ პოპულარული კულტურა იყო, რომელსაც სპეციალურ ტრაქტატებს უძღვნიდნენ.

XV საუკუნის იტალიაში, ისპანახი განიხილებოდა, როგორც გაზაფხულის მწვანილი და დიდ მარხვის დროს შეუცვლელი საკვები იყო. საფრანგეთის სამეფო კარზე, ისპანახის „მოდა“, ეკატერინე მედიჩიმ დაამკვიდრა.

ის ითხოვდა, რომ საკვების ყოველი მიღებისას, მაგიდაზე ყოფილიყო ეს ბოსტნეული. მისი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა, ჩინეთია.

ისპანახის შემადგენლობაა - წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი…ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP, ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ნიტრატებს, უკვე ნახსენებ მაგნიუმსა და კალიუმს, და მცირე ოდენობით სხვა მინერალებს.

ამ ბოსტნეულში 14 სახის ვიტამინი და მრავალი სხვადასხვა მიკროელემენტია, რომლებიც ისპანახს სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.

შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია - ბოსტნის ისპანახი (Spinacia oleracea).

ისპანახი, ერთწლოვანი მცენარეა. მისი უნიკალური თვისებების გამო მას „ღვთის საჩუქარსაც“ კი უწოდებენ, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბოსტნეულია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისპანახის შემადგენელი სტრუქტურები, ხელს უწყობს სხეულის წონის დაქვეითებას.

მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე - უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში, დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა, აუცილებელია.

აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს - აუცილებლად მივირთვათ მოთუშული, ან მოხარშული სახით.

ისპანახი, „მუხტავს" მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს, დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას, ნერვული სისტემის მუშაობაში.

შეიცავს ლუტეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად მივირთვათ ისპანახის ომლეტი, რათა ტვინმა დიდხანს შეინარჩუნოს ნორმალური მდგომარეობა

მის შემადგენლობაში ასევე შედის ბიოტინი (ვიტამინი H), რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს; კუნთების უჯრედების ფუნქციონირებას ნორმალურს ხდის; კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზეს უზრუნველყოფს.

ნიაცინი (ვიტამინი B3) გულის კუნთს ამაგრებს, პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე. ვიტამინი C, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტს ამაღლებას.

ტოკოფეროლი (E ვიტამინი) აუცილებელი მხედველობისთვის, გულის მუშაობისათვის, ძლიერი პოტენციის და ნათელი აზროვნებისთვის.

კალციუმი, ძირითადი სამშენებლო მასალაა ძვლებისა და კბილებისთვის, რომელსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს წყალი და აბრკოლებს ცელულიტის გაჩენას.

სპილენძი, რომელიც  „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებას ააქტიურებს, იმავდროულად კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების ათვისების უნარს ამაღლებს და ამგვარად ლამაზ ნამზეურს და თმის ჯანსაღ ფერს უზრუნველყოფს. რკინა, სისხლის წარმოქმნისა უჯრედების სუნთქვის პროცესებს ასტაბილურებს.

უამრავი ადამიანისათვის, ის შეუცვლელი საშუალებაა - ასთმის, კალციუმის ნაკლებობის, ანემიის სამკურნალოდ, დიაბეტით დაავადებულთათვის, ქრონიკული თავის ტკივილის ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად, ხელს უწყობს ბავშვების სიმაღლეში ზრდას, ამცირებს ინფექციური დაავადებების რისკს.

ისპანახის სამკურნალო ჩაი -  ერთი ცალი ისპანახის ფოთოლი, მოხარშეთ 2 ჭიქა წყალში და მიიღეთ, დღეში 3ჯერ.

ცნობილია, რომ ისპანახი, ძალზე პოპულარულია აშშ–ში, სადაც ცდილობენ, ბავშვებს, ადრეული ასაკიდანვე მისცენ, რადგან ის ძვლების სწორ განვითარებას უწყობს ხელს და აფერხებს რაქიტის განვითარებას.

ის შეიცავს იოდს, ამიტომ დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. ორგანიზმი მას ადვილად ამუშავებს და სწრაფად ითვისებს.

ქალის უნაყოფობის და მამაკაცებში იმპოტენციის დროს საჭიროა, რაც შეიძლება მეტი მიირთვათ.

ძალიან კარგად მოქმედებს ასევე, თვალებზე -  მასში შემავალი ნივთიერება. ლუტეინი, გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას.

თუ ადამიანი, კვირაში რეგულარულად, თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება, გაცილებით გვიან იჩენს თავს.

თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ, მის აღსადგენად, ადამიანმა, დღე–ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს.

განსაკუთრებით აფასებენ ისპანახს საფრანგეთში, სადაც მას, არა მხოლოდ ადგილობრივ სამზარეულოში უკავია დიდი ადგილი, არამედ კოსმეტიკაშიც:

ფრანგი ქალები, მას დიდ როლს ანიჭებენ სახის გაწმენდის პროცედურებში. ისინი ახლად გამოწურული წვენით, იწმენდნენ სახის კანს, რაც მათ ახალგაზრდობისა და ლამაზი კანის შენარჩუნებაში ეხმარებათ.

ისპანახის ნაკლად, მასში მჟაუნმჟავას (C2H2O4) დიდი რაოდენობით არსებობა ითვლება. ეს უკანასკნელი, ორგანიზმში ქვების გაჩენას უწყობს ხელს და მავნეა პოდაგრის, რევმატიზმის, თირკმელების და შარდგამომყოფი გზებით დაავადებულთათვის.

ისპანახი გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გაიახალგაზრდავებთ და მეტ ენერგიას შესძენთ მას.