Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
თვალების სიყვითლე, უმადობა, ძლიერი სისუსტე, გულის რევის შეგრძნება და გონების დაბინდვა,- ეს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, დაუდგენელი წარმოშობის ინფექციას - მწვავე ჰეპატიტს ახასიათებს.
მეცნიერებისთვის ჯერ ამოუხსნელი ახალი ვირუსი, სწრაფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ შესაძლოა ღვიძლის გადანერგვაც გახდეს საჭირო. ინფიცირების შემთხვევები ძირითადად 1-დან 16 წლამდე მოზარდებშია გამოვლენილი.
მწვავე ჰეპატიტის გამომწვევი, ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადება გაციების ტიპის სიმპტომებით იწყება და ინფიცირების პირველი დღეს შესაძლოა მძიმე ალერგიული ფონიც კი გააქტიურდეს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის 109 შემთხვევა უკვე შეისწავლა. ინფიცირებულების 90%- ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აქედან. 14%-ს იმდენად მძიმე ფორმა დაუდგინდა, რომ ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო, 5 კი გარდაიცვალა.
ჯერჯერობით, ამოუხსნელი მწვავე ჰეპატიტის ვირუსი, საქართველოში, ბავშვებში გავრცელებული არ არის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება უკვე დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500- მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი.