დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ერეკლე ბადურაშვილის ფილმი "ხიდი" ისევ არ დასრულებულა. რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ,
(ერეკლე 2019 წლის 25 მარტს, კლინიკაში, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.) სურათის გადაღება მეორე რეჟისორმა, გიორგი თავართქილაძემ გააგრძელა.
საქართველო-თურქეთის კო-პროდუქციაში მთავარ როლს, ერეკლეს ქალიშვილი, ნინი ბადურაშვილი ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას ცნობილი თურქი მსახიობი - ემრე კიზილირმაკი უწევს.
ფილმის კომპოზიტორი დათო ევგენიძეა.
"ამ ფილმში სამი ეპოქაა. ერთი ეპოქის მუსიკა თავიდან ბოლომდე ერეკლესთან ერთად გავაკეთე. კმაყოფილი იყო. მერე დანარჩენი დროების შესაბამისი ჟანრის მუსიკა დავწერე. სიმბოლოებით სავსე ფილმია.
ჩემთვის “ხიდის” დასრულება, ერეკლეს გაცოცხლებაა. ერთი სული მაქვს ვნახო პრემიერა, სადაც მისი კიდევ ერთხელ დაბადება მოხდება" - ამბობს ევგენიძე "პრაიმტაიმთან".
რაც შეეხება ბოლო შტრიხებს, როგორც რეჟისორი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს მუსიკაა. უფრო კონკრეტულად კი, ნინის სიმღერის სცენის გადაღება.
გიორგი თავართქილაძე: ფილმი საბოლოოდ დასრულებული არ არის, მაგრამ ფინალში გავდივართ. ფილმში სიმღერას თავისი რეპერტუარიდან ნინი ბადურაშვილი ასრულებს. ერთ სცენაში თავისი ნამღერით არ იყო კმაყოფილი, ამიტომ იმ სცენის გადაღება თავიდან მოხდა.
დიდი ალბათობით, წელს უნდა მოესწროს ფილმი, მაგრამ ასი პროცენტით, ვერ დაგპირდებით.
ისე კი, მას ჯერ ქართველი მაყურებელი ნახავს, შემდეგ კი ფესტივალებზე გაემგზავრება.