ნახეთ, რას წერს და როგორ გამოიყურება ორსული ქეთი მელუა - ვარსკვლავი პირველ ფოტოს აქვეყნებს

keti

ქეთი მელუა შვილს ელოდება. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან, თავად ამცნო ყველას.

ქართველ-ბრიტანელმა მუსიკოსმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუსიკოსებთან ერთად, ორსულ მდგომარეობაში, ძალზე ბედნიერი დგას.

ქეთი თავის გერმანულ ტურნეს აანონსებს და გულშემატკივრებს მოუწოდებს, თითები გადააჯვარედინონ, რომ მოგზაურობამ "პატარისთვის" მშვიდობიანად ჩაიაროს. 

ქეთი მელუა: აი, ჩვენც, გუნდი, რომელიც ამ ზაფხულს გზას ადგას. ეს იქნება ჩემი პირველი ტური ბავშვთან ერთად!არ მჯერა, რომ ახლა ამას ვწერ.

მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის 6 ქალაქში და პალანგაში. ვაპირებ ვიდეო დღიურის წარმოებას, რომ კონცერტები და მოგზაურობა აღვწერო. თითები გადააჯვარედინეთ - გზაზე ბაია იქნება!

ქეთის ამ პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ულოცავენ ამ მდგომარეობას, დედობას, შვილის მოლოდინს და წერენ, რომ ამიერიდან მისი სიმღერები, კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ბედნიერებით გაჟღენთილი იქნება...

უკვე რამდენიმე თვეა ქეთი გრემის მფლობელ ხმის რეჟისორთან და კომპოზიტორთან, საიმონ გოფთან თანამშრომლობს. მუსიკოსების კოლაბორაციას წარმატებული სტარტი აქვს.

Hotel Stamba - ასე ჰქვია მათ პირველ ნამუშევარს. ხოლო სიმღერის - Aerial Objects-ის პრემიერა 15 ივლისს შედგა.

ქეთი თავის ოფიაციალურ ფეისბუქგვერდზე საიმონთან ერთად, სამუშაო რეჟიმში გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს... და სხვათა შორის, ყოველთვის თბილად და გულებით...