დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გუშინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა - "ზვიად სვანაძე აღარ გვყავს..." - წერია თეატრის ფეისბუქგვერდზე.
ჩვენი ინფორმაციით, თეატრის მსახიობი ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კოლეგას "პრაიმტაიმთან" მაკა შალიკაშვილი იხსენებს.
მაკა შალიკაშვილი: ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება.
ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.
მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...
იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...
ქუთაისმა ჯერ ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ვერ მოინელა და ახლა, ზვიადი...
ვუსამძიმრებ ოჯახს, თეატრს, ქუთაისს და სრულიად თეატრალურ საზოგადოებას; მაყურებელს და საქართველოს. ამ ასაკში ასეთი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა. ძალიან ვწუხვარ.
ასევე დაგაინტერესებთ: