გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ბესიკ ხარანაული 84 წლის გახდა. პოეტი 11 ნოემბერსაა დაბადებული და დაბადების დღე ასეთი ლამაზი ლექსით უკვდავყო.
"მე დავიბადე, გამოველ მზეზე,
მაგრამ მზის ნაცვლად ხმელი ფოთოლი
ბზინავდა მაღლა,
და მზედ იმიტომ მოჩანდა მხოლოდ,
რომ ტრიალებდა შავი ცის ფონზე.
დიახ, მზე იყო ხმელი ფოთოლი,
მაგრამ არ იყო იგი ედემის;
მას ჩვენი ქუჩის მტვერი ეყარა
და ეტყობოდა ნაფეხურები.
მზე არ მათბობდა, რადგან არ იყო
ის შემოსილი ოქროსფერ მატყლით,
მზე - თავმომწონე კაცმა ატყორცნა
ფეხით კონსერვის თეთრი კოლოფი.
შეხედა კაცმა და გაუკვირდა,
რომ თავისქალა ბრუნავდა ცაზე
და საუბარი სპორტის შესახებ
შეცვალა ყოფნა-არყოფნის თემით.
ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე
თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი,
მე დავიბადე."
/ბესიკ ხარანაული/
ასევე დაგაინტერესებთ: