„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1793390276
ბესიკ ხარანაული ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღევანდელ მოვლენას ლექსით ეხმიანება. პოეტის ლექსს სოციალურ ქსელში ასობით გაზიარება აქვს.
"ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ხალხი გადაღალულია,
ხალხი გადაქანცულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ეშორება ავგულიანს,
ეშორება ავსულიანს,
– ჩასულია?
იკითხავენ,
პასუხობენ,
– ჩასულია!
ეს დღე არის,
ეს ღამეა,
ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია!
დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.
ბრიუსელში, ევროკომისრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს