დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
პოეტი ბესიკ ხარანაული სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს. ლექსის სახელწოდებაა „ცოცხლების მიმართ“.
„როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც…
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით: ყველაფერი ნამდვილად იყო.“
პოეტის მიერ გამოქვეყნებულ ლექსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს:
„სამწუხარო რეალობის საოცარი აღქმის, გააზრებისა და მკითხველთან მიტანის დიდოსტატი“; „მწარე რეალობის ამსახველი გენიოსი“,-წერენ კომენტარებში.
ასევე ნახეთ:
„დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს” – თინა კანდელაკი
VIDEO: როგორ დააკავეს კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ ქართველ გოგოს შიშველი ფოტოები გაუვრცელა
VIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდება
VIDEO: პირველი კადრები ადგილიდან - თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე კლდე ჩამოიშალა