„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
ეროვნული ბიზნეს რეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ნანა ფაჩუაშვილს საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.
მსახიობი მოულოდნელმა ჯილდომ სასიამოვნოდ გააოცა და როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, მის ტარებას ბროშივით გეგმავს.
ნანა ფაჩუაშვილი: - მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნოა ასეთი ჯილდოს მიღება, რომელიც სულ ოთხჯერ გაიცა. სასიხარულოა მით უფრო, როდესაც ისეთი ადამიანების გვერდით აღმოჩნდები, როგორებიც არიან - მზექალა შანიძე, ნანი ბრეგვაძე, ნონა გაფრინდაშვილი...
ეს ჯილდო საქართველოში სულ პირველად ჩვენს პატრიარქზე გაიცა.
ჯილდოს ავტორი უკრაინელი მილიონერი გახლავთ, რომელიც საქართველოში წარმატებულ ბიზნესმენებს და ხელოვნებაში გამორჩეულ ადამიანებს აჯილდოებს. დაჯილდოების ცერემონიალი კოჯორში, ველნეს კურორტი ბიოლში გაიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. მათ შორის, წლის ნამუშევრების მიხედვით, დაჯილდოვდნენ ხელოვანები. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ჯილდოს ავტორი, უკრაინიდან ჩაგვერთო და მოგვმართა, ყოველივე კარგს გისურვებთო...
რაც შეეხება ამ ჯილდოს. საკმაოდ ლამაზი და პრესტიჟულია, ზედ სახელი და გვარი წერია.
ჩემს გვერდით ნანი ბრეგვაძე იჯდა და მითხრა: ვიზუალურად ისე მომწონს, როგორც ამის შესაძლებლობა მომეცემა, ბროშივით ვატარებო. ალბათ, მეც იგივეს გავიმეორებ.
ეს არის ჯილდო საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. რუსთაველის თეატრთან ერთად, ჩინეთისა და იაპონიის გარდა, მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ზოგან ორ-სამჯერ ვარ ნამყოფი. თავისუფალ თეატრთან ერთად იტალიაშიც გახლდით.
ბოლოს, აგვისტოში, უკრაინაში გახლდით რობერტ სტურუას სპექტაკლით. იყო აბსოლუტური სიმშვიდე, არაფერი დაძაბულობა არ შეიმჩნეოდა. მიგვიღეს თბილად, გვქონდა სასიამოვნო შეხვედრები. დღეს რომ ამ ყველაფერს ვუყურებ, ძალიან მძიმე აღსაქმელია...