კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
18 მაისს, ნიუ იორკში, ლეგენდარულ კარნეგი ჰოლში ქართველი ბარიტონი, გოჩა აბულაძე უკრაინელ პიანისტთან, ირენა პორტენკოსთან ერთად სოლო კონცერტს მართავს. “საქართველოდან დიდი სიყვარულით“ - კონცერტი უკრაინის მხარდამჭერი ხასიათისაა.
"უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს მხარდაჭერა და სიყვარული ძვირფასი უკრაინელი ხალხის მიმართ ასეთი სახელოვანი დარბაზიდან გაჟღერდება!
მზად ვარ ვიბრძოლო სიკეთისთვის…" - წერს ბარიტონი სოციალურ ქსელში.
უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გამართულ ამ მნიშვნელოვან კონცერტთან დაკავშირებით, ოპერის მომღერალი "პრაიმთაიმთან" დეტალებს აზუსტებს.
გოჩა აბულაძე: - პროგრამაში უკრაინული, ქართული, იტალიური და პოლონური ნაწარმოებები შევა.
კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინელ დედებს და ბავშვებს ეძღვნება და შემოსული თანხა, მთლიანად მათ მოხმარდებათ.
ლეგენდარული კარნეგი ჰოლიდან გაჟღერებული მხარდაჭერა ხომ ძალიან მაბედნიერებს.
კონცერტის იდეა საოცარი პიანისტისგან - ირენა პორტენკოსგან წამოვიდა. მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი.
პიანისტი უკრაინელია და ესეც სიმბოლურია.
ეს იქნება ჩემი პირველი სოლო კონცერტი ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლის სცენაზე და ემოციები, რა თქმა უნდა, უზღვავია.
ბილეთებისგან შემოსულ თანხას დაემატება შემოწირულობები, გაიყიდება ჩემი დისკებიც...
და დავეხმარებით ჩვენს ძვირფას უკრაინელ ბავშვებს!