ავარია თბილისში - ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახა

პოლიციის სირენა

თბილისში, ნაძალადევში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ერისთავის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

✕