კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
მსახიობი ქეთი ჩხეიძე უკრაინელ ხალხს ემოციურად მიმართავს.
ქეთი ჩხეიძე: ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო უკრაინელებო. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია უკრაინულად მოგმართოთ.
დღეს მთელი მსოფლიო განიცდის იმ საშინელებას, რაც თქვენ მიწაზე ტრიალებს. ყველა გაოგნებულნი ვართ, ბარბაროსების გარდა, რა საკვირველია.
მე საქართველოს მოქალაქე, პროფესიით მსახიობი გახლავართ.
ჩვენ ვტირით, ვლოცულობთ. სულ თქვენზე ვფიქრობთ. სხვანაირად შეუძლებელია. გული უსუსურობისგან გვისკდება. ყველას გვინდა დახმარება, სიტყვით, ფულით, ხელში იარაღით. ვისაც როგორ შეუძლია.
ამჯერად თქვენი შესანიშნავი ქვეყანა მსხვერპლი აღმოჩნდა, პუტინის რუსეთად წიდებული რეჟიმის მსხვერპლი.
ჩემმა ქვეყანამ, საქართველომ არაერთხელ გადაიტანა მსგავსი რამ. მაგრამ ის, რაც დღეს თქვენ მიწაზე ტრიალებს, საშინელია თავისი მასშტაბითა და სიმძაფრით. მარიუპოლის და ლვოვის თეატრების კადრები რომ ვნახე, ჩემი თეატრი გამახსენდა, შოთა რუსთაველის სახელობის ნაციონალური თეატრი.
32 წლის წინ, 9 აპრილს, დილის 4 საათზე რუსეთმა თბილისში საომარი მოქმედება ჩაატარა. მაშინაც თეატრმა შეიფარა და დაიფარა თავისი მოქალაქეები, რომლებიც ნიჩბიან რუს ჯარისკაცებს გამოექცნენ.
მაშინ დაიღუპნენ ქალები. შიშისგან და უძალღონობისგან გაქცევა ვერ მოახერხეს. დაეწივნენ და მოკლეს ისინი.
მე ერთი ანდაზა მახსენდება - თუ ძალა გაქვს, გონება რად გინდა. ზუსტად ეს ბოროტი ძალა ატრიალებს საშინელებას თქვენს მიწაზე. არა მხოლოდ მე, მთელი სამყარო და ყველა ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანი თანაგიგრძნობთ თქვენ და განსჯის ამ ომს. ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინამ გაიმარჯვა. გაიმარჯვა იმაში, რომ მან თავისი სიამაყე, დიდებულება და შეუპოვრობა. ამისთვის მადლობა. მადლობა იმ მაგალისთვის, რაც სამყაროს დაანახვეთ, თუ როგორ უნდა სამშობლოს დაცვა. თქვენი მამაცობის შემხედვარე მთელ კაცობრიობას, განსაკუთრებით ყველა პატარა ქვეყანას და მათ შორის, ჩემს საქართველოს თავისუფლების და მომავლის რწმენა გაუმყარდა.
გამაგრდით, ჩემო ძვირფასებო.
დიდება უკრაინას!