„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
ფეისბუქზე Laima Rendezvous Jurmala-ს ძველი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ნანი ბრეგვაძე და ლაიმა ვაიკულე "თბილისოს" ასრულებენ;
ჩანაწერს ბევრი მოწონება და ბრავო მიაწერეს; "ეს ახალი დუეტია?" - დაინტერესდნენ ფეისბუქმომხმარებლები;
ქართული სცენის მშვენება, კოლეგასა და მეგობარს, იურმალაში, ლაიმას სახელობის ფესტივალზე 2015 წელს სტუმრობდა; იმ პერიოდის რუსული მედია ლეგენდარულ ნანის შეუდარებელ სტილზე აღმატებით ხარისხში წერდა და დასძენდა, რომ ვაიკულე სტილით თითქოს ჰგავს კიდეც ნანის და ლაიმა - "ლატვიელი ბრეგვაძეაო", ამგვარ შედარებასაც აკეთებდნენ;
"მართლა ასე დაიწერა? მე კიდევ ძალიან მომწონს ლაიმას გემოვნება, დახვეწილია, ევროპული სტილი აქვს;
ეს რამდენიმე წლის წინანდელი ჩანაწერია; დიდი ამბით შემხვდნენ, ოვაციით და ტაშით; დუეტიც გამოვიდა;
ამ ზაფხულს არსად წავსულვარ; წელს იურმალაში ნინო ქათამაძე იყო ჩასული; მე უკვე აღარც შემიძლია და აღარც ის ვიცი, რა უნდა ვიმღერო, - იცინის
ლაიმასთან ახლოს ვარ, ვმეგობრობთ, შესანიშნავი პიროვნებაა; კონტაქტი გვაქვს, სულ ვეფერებით ერთმანეთს" - ამბობს ქალბატონი ნანი "პრაიმტაიმთან";
"პირველი არხი" ჩვენი სცენის ლეგენდაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს; მომღერლის ყოველდღიური ყოფა, კარიერა, ოჯახი ბუნებრივი სახით იქნება ნაჩვენები ფილმში, რომლის გადაღება ორი თვეა დაწყებულია.
ნანი: დამყვებიან, ინტერვიუებს იწერენ, ოჯახის წევრებს იღებენ; ფილმს პორტრეტული შეიძლება დაერქვას, ჩემს გარშემო რაც ხდება, ვინც მოძრაობს, იღებენ ყველაფერს; "ყვავილების ქვეყანაზე" კლიპი რომ გადავიღე, ის პროცესიც შევიდა ფილმში; ვნახოთ, რა გამოვა; მართალი გითხრათ, ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, თანაც არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით მიმართლებს;
- რა ეტაპზეა დოკუმენტური ფილმის გადაღება?
- ფილმის გადაღება მორჩა; ახლა საირმეში ვარ, ვისვენებ; გადასარევი პირობებია, ჰაერი და წყლები;
გმადლობთ ყურადღებისთვის;
ასევე დაგაინტერესებთ:
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944