1741952391
კოლექციონერმა 15 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი 50 დოლარად იყიდა

მეთევზის პორტრეტი” - ასე ეწოდება ნამუშევარს, რომელიც აშშ-ში, მინესოტაში, ანონიმურმა კოლექციონერმა შემთხვევით ავტოფარეხში აღმოაჩინა და სულ რაღაც 50 დოლარად შეიძინა. კოლექციონერმა ნახატი მალევე ხელოვნების ექსპერტებს აჩვენა. ხელწერასა და დეტალებზე დაკვირვებით თითქმის ყველამ ივარაუდა, რომ ნიმუში შესაძლოა ვან გოგს ეკუთვნოდეს. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ ეჭვი გამართლდა.
კოლექციონერმა ნამუშევარი 2019 წელს შეიძინა. სავარაუდოდ, ტილო ვან გოგმა საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა. პორტრეტის არსებობის შესახებ ხელოვნებათმცოდნეებმა მხატვრის ჩანაწერებიდან იცოდნენ, მაგრამ ამ დრომდე ნახატი დაკარგულად მიიჩნეოდა.
კვლევითმა კომპანია LMI Group International-მა პორტრეტზე 450-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ანალიზისთვის მათ ძირითადად ბოჭკოებისა და პიგმენტების კვლევის ტექნიკა გამოიყენეს. დასკვნა მკაფიოა - მისი ავტორი ვან გოგია და ტილო $15 მილიონადაა შეფასებული.