„იქნებ სამშობლო ბალახებისგან უნდა გვესწავლა?!“ - ალექსანდრე მიშელაშვილი მუხრან მაჭავარიანის კონკურსის გამარჯვებულია

aleqsandre

მუხრან მაჭავარიანის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში -"პოეტური მინიატურები", 7 ოქტომბერს პოეტმა ალექსანდრე მიშელაშვილმა გაიმარჯვა. კონკურსი საჩხერეში, სოფელ არგვეთში, მაჭავარიანის სახლმუზეუმში გაიმართა.

68 მონაწილიდან ალექსანდრე ათ ფინალისტს შორის მოხვდა.

ჟიურიში ისხდნენ - იოსებ ჭუმბურიძე, მაკა ჯოხაძე და ზურაბ თურმანიძე.

რაც შეეხება ალექსანდრეს ამ კონკურსში მონაწილეობის ისტორიას: ის ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ცოლმა, მისგან დამოუკიდებლად გაგზავნა სამი მინიმა.

"გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს, არ ვიცოდი, ზუსტად რომელმა მინიატურამ გაიმარჯვა. მერე გავიგე, რომ ეს იყო - "იქნებ სამშობლო ბალახებისგან უნდა გვესწავლა?! ცელის ხმაურზე გარბოდეს ყველა და ფესვებმა არსად გაგვიშვას." 

2018 წელს ამ კონკურსის მეორე პრემია ავიღე. დღეს კი პირველი პრემიის მფლობელი გავხდი. ფულადი პრემია მივიღეთ სამეულმა. სასიხარულოა, რა თქმა უნდა. მეუღლემაც ძალიან გაიხარა.  სტიმულია, მაგრამ საყვარელი საქმის გაგრძელებას მხოლოდ ეს არ შველის" - "პრაიმტაიმთან" ამბობს ალექსანდრე.