1795897646
მძულს ბანაობა და ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო - ცნობილი მომღერლის აღიარება
ცნობილმა იაპონელმა მომღერალმა სუძუკი მობმა, პოპულარული აიდოლ-ჯგუფის „ნიპონ ვატიატას“ ყოფილმა წევრმა, აღიარა, რომ ბანაობა სძულს. ამის შესახებ გამოცემა Tokyo Reporter წერს.
სუძუკის თქმით, ახალგაზრდობაში ხშირად ამბობდა უარს აბაზანის მიღებაზე და ცდილობდა, რაც შეიძლება იშვიათად ებანავა. მისი გამოთვლებით, ერთხელ მთელი 24 დღის განმავლობაში არ მიუღია აბაზანა. „სკოლას ვერ ვიტანდი, - განმარტავს ის. თუ აბაზანაში ვიყავი, ეს ნიშნავდა, რომ ხვალ ისევ სკოლაში უნდა წავსულიყავი, მე კი ეს მძულდა. ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო ბანაობას“.
სკოლის დამთავრების შემდეგ სუძუკის ბანაობა უფრო რეგულარულად უწევს, თუმცა ახლაც ცდილობს, ამას თავი აარიდოს. „თუ სამსახურში წასვლა მჭირდება, ვბანაობ, ამბობს ის. ხოლო თუ დასვენების დღეა, მაშინ არა“.












