ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
69 წლის ასაკში, პიანისტი ლექსო თორაძე აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ამის შესახებ, „პრაიმტაიმი“ ლექსო თორაძის ყოფილ მოწაფეს, აშშ-ში მოღვაწე მუსიკოსს და მწერალ გუგა ჩხიკვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა:
„ორი კვირის წინ, კონცერტი ჰქონდა, ცუდად გახდა, მაგრამ ბოლომდე დაუკრა, არ შეწყვიტა. კონცერტის შემდეგ, გულის შეტევით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამბობენ, რომ გულის ინფარქტი არ იყო, ორი დღის შემდეგ გამოწერეს, სოციალურ ქსელში ვიდეოც კი დადო, კარგად ვარო.
რამდენიმე დღე სახლში მკურნალობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა, როგორც მითხრეს, გულის მწვავე შეტევით“, - ამბობს ჩხიკვაძე.