პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ რამე გულით გსურს, ყველაფერს მიაღწევ. წარმატებისა და მიზნის მიღწევას კი ხელს საკუთარი შიშები და კომპლექსები უშლის. ამ ყველაფრის დაძლევის შემდეგ, იმ სასურველ მდგომარეობას აღწევთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ გოგოს, რომლის გამოსვლასაც სოციალურ ქსელებში უამრავი ნახვა აქვს. დადებითმა შეფასებებმა კი მას სტიმული მისცა, კამერების წინ დგომის კომპლექსი მოეხსნა და ფართო საზოგადოება მისი შემოქმედებით დაეტკბო.
ნ.ა.ნ.ა საკუთარი თავის შესახებ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
ნ.ა.ნ.ა : 24 წლის ვარ, პროფესიით მსახიობი და მომღერალი.
სამსახიობო კარიერა სტანდარტულად, 20-21 წლის ასაკში დავიწყე. სანდრო მრევლიშვილის თეატრში მიმიწვიეს. იმდენად კარგი თანამშრომლობა შედგა და იმდენად კარგად გამზარდეს მეც, როგორც მსახიობი, რომ დავრჩი და დავრჩი ამ თეატრში. ასევე, დრამისა და მუსიკის თეატრში ვარ.
- როდის წასრდექით პირველად მსმენელის წინაშე, როდის გადადგით პირველი სერიოზული ნაბიჯები?
- პირველი ჩემი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც პუბლიკის წინაშე წარდგენასა და სიმღერას ნიშნავდა, „დიდ სცენაზე“ შედგა. მინდა გითხრათ, რომ წარმატებულად. მე რა შედეგიც მინდოდა რომ გამოეღო, გამოიღო. ეს იყო 2019 წელს. იყო „რუსთავი 2-ის“ პროექტი, რომელიც ბიოლში მიმდინარეობდა.
კამერისა და ხალხის წინ სიმღერის უსამოვნო შეგრძნება . მქონდა. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ჟიური წინ იდგა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავი იყო. ზუსტად მაგ მიზნისთვის მივედი, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნება გადამელახა. ჩემი მთელი ცხოვრებაა მინდა, რომ ფართო მასებისთვის ვმღეროდე. რაღაცნაირად, თავდაჯერებულობის იმ ეტაპამდე ვერასდროს მივდიოდი. ამიტომ თავს ძალა დავატანე და რადიკალური გადაწყვეტილებამდე მივედი. პირდაპირ მივედი აფთრების ხახაში.
იმდენად ვღელავდი, რომ სცენაზე ასვლისას ფეხი წამოვკარი რაღაცას და კინაღამ დავეცი. სამყაროსთან ბალანსი მქონდა დარღვეული. ვნერვიულობდი... რამდენჯერმე უკან მომაბრუნეს, სანამ შევიდოდი, გავრბოდი და მაბრუნებდნენ. სერიოზული შოუ დავდგი. (იცინის)
- ვინ გედგათ მაშინ გვერდით, ვინ გამხნევებდათ?
- მონაწილეები ძალიან მამხნევებდნენ. ასევე, პროექტის წამყვანები: არჩილ სოლოღაშვილი და თიკა ჯამბურია.
- ონლაინპრემიერის შესახებ გვიამბეთ, თქვენმა კლიპმა უკვე 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა.
- კლიპი ესთეტიკის მაღალ საფეხურზეა. უმაგრესი რეჟისორი, ზაზა ორაშვილი თავის უმაგრეს გუნდთან ერთად. კოსტიუმების მხატვარი მყავდა უნიჭიერესი ადამიანი, შაკო პოპიაშვილი თავიდან ბოლომდე ესთეტია და ზუსტად მიხვდა, რა მჭირდებოდა და რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ზუსტად იმ დონის ყოფილიყო, რა დონის სიმღერაც არის.
ცხოვრებაში პირველად მომიწია კამერასთან მუშაობა, ერთი ერთზე. თავიდან ბოლომდე ჩემზე იყო დამოკიდებული ამ კლიპის წარმატება. ყველანაირი ხელშემწყობი ფაქტორი მქონდა, ზაზა ორაშვილის დამსხურებით, დანარჩენი ჩემზე იყო. შევძელით, ძალიან კარგი კლიპია. როგორც ჩემი წინა კლიპი, ძალიან ხარისხიანი.
- თქვენს სიმღერები სოციალურ ქსელებში ნახვის რეკორდებს ხსნის - როგორი ემოცია გაქვთ ამ ყველაფერზე?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან როცა გადავდგი ნაბიჯები და პირველი სიმღერა გამოვუშვი, მაშინ უფრო მეტი ემოცია მქონდა და უფრო მეტ გამოხმაურებას ველოდი. ახლა პარალელურად იმდენ რამეს ვაკეთებ... ამ ყველაფრით ისეთი მოცული აღარ ვარ.
- კიდევ რით ხართ დაკავებული?
- ახლა ვემზადებით ძალიან მაგარი სპექტაკლისთვის, რომელიც დავით დოიაშვილმა ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიედვით დადგა. ჰქვია - „მე გადავცურავ ზღვას“. არის მიუზიკლი და თავიდან ბოლომდე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკით იქნება გაფორმებული. ძალიან მაგარი გუნდი, ძალიან მაგარ სპექტაკლს დგამს. გარდა ამისა, ჩემი მუსიკალური პროექტით ვარ დაკავებული. მინი ალბომის გამოცემას ვაპირებ ეტაპობრივად. 5 სიმღერა ჩავწერეთ უკვე ჰეიმა პროდაქშენში, პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი გახლავთ.
- გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, კიდევ მღერის ვინმე?
- ჩემთან ოჯახში არავინ მღერის. მეტსაც გეტყვით, ჩემს მშობლებს სმენა აბსოლუტურად არ გააჩნიათ. სიმღერის სიყვარული ჩემი დიდი ბაბუიდან მოდის. ბაბუაჩემი ყოველ საღამოს ფორტეპიანოზე დაკრული მუსიკის ფონზე გვაძინებდა ყველას.
სამსახიობო ნიჭს რაც შეეხება, ეს ჩემი დიდი ბებიისგან მერგო. ჩემს დიდ ბებიას საოცარი სამსახიობი მონაცემები ჰქონდა, ჩემი დიდი ბაბუა კი მღეროდა და უკრავდა. დანარჩენები, ჟურნალისტიკა, პოლიტიკა, ამ მიმართულებით იყვნენ. მამაჩემი საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის მფლობელია, დედაჩემი ფოტოგრაფია და ასევე, საქველმოქმედო გამოფენების ორგანიზატორი.