ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
„მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი...“- ფანდურა.
36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა, იგივე გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი ფანდურაა, ორივე მუსიკოსი, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ერევათ.
რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ფანდურას კიდევ ერთი ახალი სიმღერა გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა:
ფანდურა ბექაური: ჩემი ახალი სიმღერა - „დარჩი ჩემთან“, სიყვარულზეა, რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ მზაღო ოსიშვილი, მუსიკა კი, მე მეკუთვნის.
ეს სიმღერა მთელი ემოციით, სიდინჯით და გულით შევასრულე. ყველას ხელოვანს და მუსიკოს ვერ ვუწოდებ, თუ გულით არ მღერის, პუბლიკასთან შორს არის.
ყველას ვურჩევ ხელოვნებას სინდისით, პატიოსნებით მოემსახურონ და ყოველთვის წინ წავლენ, თავის მონდომებით.