რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს თუ რა ანალიზები უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ორგანიზმში თრომბის საშიშროება:
„მოისმენენ ხოლმე, რომ ვიღაცა გარდაიცვალა თრომბით, შიშობენ მეც იგივე არ დამემართოს და მაშინვე გარბიან კლინიკაში, თუმცა ხშირად არასწორად აბარებენ ხოლმე ანალიზებს, თუ მაინც უნდა ჩავაბაროთ, სჯობს სწორად
ჩავაბაროთ. კოაგულოგრამას აბარებენ ძირითადად. კოაგულოგრამით ვერ დგინდება არის თუ არა სხეულში თრომბი, ეს იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც უკვე ვმკურნალობთ თრომბის მქონეს. თუ გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა თრომბი, გვაქვს რამდენიმე ტესტი, ერთ-ერთია D-დიმერი, თუ D-დიმერი ნორმაშია, შანსი იმისა, რომ აქ იყოს თრომბი, პრაქტიკულად ნულის ტოლია, ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით ჩემს სხეულში არანაირი თრომბი არ არის, მაგრამ თუ ის მოვიდა მაღალი, ეს შეიძლება იყოს მანიშნებელი, რომ შესაძლოა სხეულში იყოს თრომბი. თუმცა D-დიმერი ასევე იზრდება, როცა არის ანთება, ინფექცია, ასაკობრივად მაღალი პაციენტია ან ფეხმძიმობაა, ამიტომ გვახსოვდეს, რომ თუ D-დიმერი ნორმაშია, თრომბი სხეულში არ გვაქვს, მაგრამ
თუ ის მაღალია, ეს არ ნიშნავს, რომ უტყუარად თრომბია. სხვა გამოკვლევა რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა, განსაკუთრებით ვენების, რომ ვნახოთ არის თუ არა ღრმა ვენების თრომბოზი…“, – ამბობს ექიმი.