კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ნანი ბრეგვაძე ცხელი ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვაზე ატარებს; 87 წლის ლეგენდაზე "პირველი არხი" დოკუმენტურ ფილმს იღებს; მან "პრაიმტაიმთან" ამ თემაზე ისაუბრა და თქვა - "იქ დადგმული არაფერია, როგორც ვცხოვრობ, იმას იღებენ; თუ მიიღებენ, მიიღებენ"
ნანი ბრეგვაძე: გონიოში ვარ, არაჩვეულებრივი ზღვაა, დელფინებით სავსე; სუფთა რომ არ იყოს, ხომ იცით, დელფინის ჭაჭანება არ იქნებოდა;
ზღვა მიყვარს, ვის არ უყვარს, მაგრამ მთა მირჩევნია; ადრე კარგად ვცურავდი, უკვე ვეღარ; ჩავდივარ, მაგრამ ზღვაში არ გავდივარ;
ზომიერ რუჯს ვიღებ, თეთრი არ მინდა ვიყო ზაფხულში, მაგრამ სახეზე ფერს რომ კარგავენ და შავდებიან, არ მიყვარს; უკვე ხომ ხედავთ, მსოფლიოში ცნობილი მსახიობებიც გარუჯვისგან თავს იკავებენ; ზომიერება ყველაფერში კარგია...
ცოტას გეახლებით. ახალგაზრდობაში კარგად ვიკვებებოდი, ძილის წინაც, კონცერტის შემდეგაც კარგად და გემრიელად გეახლებოდით.
დედა ცნობილი იყო თავისი გასაგიჟებელი კერძებით. მაგალითად, ნიგოზში აძენძილი ბადრიჯანი. ან მთლიანი ბადრიჯანი ნიგვზის სოუსში. ოჰ, ოჰ, რა გემრიელად ამზადებდა. დედაჩემის კერძების გემოებს ვერ მივაღწიე. არადა, ის გემოები სულ მახსოვს.
დროთა განმავლობაში გემოვნება გეცვლება ადამიანს, მე ბოლო დროს, პრეტენზიული მჭამელი გავხდი. ყველიც აღარ მიყვარს.
ცხარე საკვებს არასდროს გეახლებოდით. ტყემალიც მოტკბო მიყვარს.
ცოტა ჰყოფნის ადამიანს დასანაყრებლად, ბევრის ჭამა არც არის კარგი;
ასევე დაგაინტერესებთ: "ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მიმართლებს" - რა სიახლეა ნანი ბრეგვაძესთან
რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."
ვინ იყვნენ „ცისფერი მთების“ რეალური პროტოტიპები - იმედა კახიანი საინტერესო ისტორიით