"აფხაზეთის კონფლიქტის დროს, რუსები, როგორც ახლა, დაუპატიჟებელი სტუმრებივით ომობდნენ საქართველოს წინააღმდეგ!!!" - გიორგი ნაკაშიძე "ოცნებების სასაფლაოს" იხსენებს

ocnebebis sasaflao

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ფილმს, "ოცნებების სასაფლაოს " იხსენებს. მსახიობი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ომზე გადაღებული ფილმიდან, დღევანდელ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ბევრ პარალელს აღმოაჩენენ.

გიორგი ნაკაშიძე: - გოგა ხაინდრავას ფილმი "ოცნებების სასაფლაო" 1993 წელს გადავიღეთ. ფილმი ნახევრად დოკუმენტური და ნახევრად მხატვრულია.

სამწუხაროდ, მოქმედი გმირებისგან 11 დღეს აღარ არის. (ღმერთმა მათი სულები გაანათლოს!!!)

ფილმი ნამდვილი საომარი მოქმედებების დროს არის გადაღებული...! ტამიშში, ლაბრა, კუტოლში, ცაგერაში, სოხუმში დაბომბვების დროს!

აფხაზეთის კონფლიქტის დროს, რუსები, როგორც ახლა, დაუპატიჟებელი სტუმრებივით ომობდნენ საქართველოს წინააღმდეგ!!!

სამწუხაროდ, "ოცნებების სასაფლაოსა" და "მანდარინებს" შორის 29 წელი გავიდა და ჩვენი საყვარელი ქვეყანა მაინც ოკუპირებულია, ახლა უკვე მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად!

ვისაც ეს ფილმი არ აქვს ნანახი, გირჩევთ ნახოთ! ბევრ პარალელს აღმოაჩნთ დღევანდელობასთან მიმართებაში!მოკლედ, დიდება გმირებს! დიდება საქართველოს და უკრაინას!

ჩემი თაობისათვის (ალბათ ბევრს გახსოვთ) რობერტ სტურუას სპექტაკლი "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" ასევე ტრაგიკული თაობის უმძიმეს პრობლემებზეა!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხელოვნებას ბევრი საპროტესტო პროდუქცია აქვს შექმნილი რუსეთის აგრესიის შესახებ!!! მაპატიეთ რამე თუ გამომრჩა მეც ნერვებზე ვარ, "ბრატცი"))))

"ოცნებების სასაფლაო" ეძღვნება კოკა კლდიაშვილს, ლევან აბაშიძის და ირაკლი ამირეჯიბის ხსოვნას.

თ ქ ვ ე ნ ი  გ ი ო!