„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1775217589
ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევა ნიშნავს, რომ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმა იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე მიდის, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერი და საქართველო გადაარჩინა.
„სწორედ ამის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. ხშირ შემთხვევაში, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინასნებული. რასაც ვხედავთ, ეს არის მავნებლობა ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მავნებლობის გამოვლენის ერთ-ერთი ფორმაა ეკლესიასთან ბრძოლა. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ნებისმიერი ღირებულების, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის და ქვეყნის მორალურ ფასეულობებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.