ცნობილია, 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ვინაობა
1740385707
ფოტოხელოვანი, ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი – „აჭარული მზითვის ფერი“ , პარიზის მოდის ფილმების AVSOFF Fashion Film Festival-ზე წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა.
ფილმში, ფოტოხელოვანი გვიამბობს იმ ქალების ისტორიას, რომელსაც ქარგვის ნიჭი ტრადიციით ერგოთ და თაობიდან-თაობას გადასცემენ. ირმა შარიქაძემ, აჭარული ნაქარგები პირველად, თბილისში იხილა, შემდგომ კი – აჭარლების ზაფხულის იალაღებზე.
ფილმის მთავარი ინსპირაცია და მიზანი, ამ პროფესიის გადარჩენასთან არის კავშირში. როგორც, ფოტოხელოვანი ამბობს, ეს ტრადიცია საფრთხის ქვეშ არის და ნელ-ნელა მივიწყებას შეიძლება მიეცეს, ამ ყველაფრის გადასარჩენად კი ფოტოები საკმარისი არ არის.