პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „გლოვოს“ კურიერი დავით ქურციკაშვილი ემსხვერპლა.„ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ. გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- დაწერა მეგობარმა სოციალურ ქსელში.
უმძიმეს ტრაგედიას, ჟურნალ „ოჯახის ექიმის“, mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმ-თერაპევტი თამარ მამაცაშცილი ეხმიანება და სულისსემძვრელ პოსტს აქვეყნებს.
„გლოვოს" კურიერი მანქანას შეეჯახა და გარდაიცვალა... ჯერ სულ ახლგაზრდა. იქნებ ჩემთანაც რამდენჯერ მოსულა... თავზე ჩაფხუტით...
სულ სტრესი... სულ დაძაბულობა...
ალბათ რამდენჯერ: სად იყავიო აქამდე - ვიღაცამ შეუღრინა კართან მორიდებით მდგომს... ბოდიში მოუხადა, მაგრამ გულში მდუღალე ცრემლი გადაყლაპა... მერე იქნებ ობიექტიდან დაურეკეს - დროზე მოდი, გვიანდებაო...
ახლავეო - და გაიქცა... გაიქცა, რომ საყვედური არ მიეღო... სულ ამას ცდილობდა, მაგრამ მაინც... ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები იშვიათად იმეტებდნენ თბილ სიტყვებს... ან იქნებ საერთოდაც არ იმეტებდნენ...
ის კი დარბოდა... დარბოდა... რომ ყველასთან მიესწრო... ყველა კმაყოფილი ყოფილიყო...
ვეღარ მოერია... და გაფრინდა...რატომ ვწერ ამას? ხშირად გვავიწყდება, ან იქნებ საერთოდ არ გვახსოვს, რომ კართან მორიდებით ატუზული ჩაფხუტების უკან ადამიანები დგანან... გამუდმებული სტრესის ქვეშ მცხოვრები ადამიანები, უხშირესად სულ ახალგაზრდები... სიცოცხლით რომ უნდა ლაღობდნენ, იმ ასაკისანი...თბილი სიტყვა მაინც დავახვედროთ ხანდახან, სხვა თუ არაფერი შეგვიძლია...მადლიერება ვაგრძნობინოთ...რობოტებად ვიქეცით და ეს ურთიერთობებიც ვალდებულებამდე გვაქვს დაყვანილი...მას ხომ უხდიანო? და მხოლოდ ეს არის?ადამიანობა? სად არის ჩვენი ადამიანური ურთიერთობა?არსად აღარ არის... არსად...“, - წერს თამარ მამაცაშვილი.