დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ფრანგი მხატვრის, პიერ ოგიუსტ რენუარის აქამდე უცნობი ტილო პარიზში, Drouot-ის აუქციონზე 1,8 მილიონ ევროდ გაიყიდა.
მასზე მხატვრის ვაჟი ჟანი და მისი ძიძა არიან გამოსახულები. ნამუშევრის სახელწოდებაა „ბავშვი და მისი სათამაშოები - გაბრიელი და მხატვრის ვაჟი ჟანი“, ის ზეთით არის შესრულებული და აქამდე არასოდეს ყოფილა გამოფენილი და გაყიდული. ნახატი ჟანის ნათლიას, ჟანა ბოდოს ეკუთვნოდა, რომელიც რენუარის მეგობარი და მოსწავლე იყო.
ხელოვნებათმცოდნე პასკალ პერენი აცხადებს, რომ ტილო არასოდეს ყოფილა რესტავრირებული.