რუბენსის 400 წლის წინ დაკარგული შედევრი 2.94 მილიონ ევროდ გაიყიდა

რუბენსის 400 წლის წინ დაკარგული შედევრი

რუბენსის ტილო, რომელიც ოთხი საუკუნის წინ დაიკარგა, პარიზის აუქციონზე 2.94 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ცნობილი ევროპელი ბაროკოს ოსტატის მიერ XVII საუკუნის დასაწყისში შექმნილი ნამუშევარი „ქრისტე ჯვარზე“ 1613 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. ის შემთხვევით, 2024 წელს პარიზში, კერძო სახლში აღმოაჩინეს , როდესაც სახლს გასაყიდად ამზადებდნენ. ნახატის ზომებია 73.5x105.5 სანტიმეტრზე.

მოულოდნელად აღმოჩენილმა ნამუშევარმა ხელოვნების სამყარო შეძრა და მიიპყრო საერთაშორისო კოლექციონერების, მუზეუმებისა და ისტორიკოსების ყურადღება.

პეტერ პაულ რუბენსი 1577 წელს გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ზიგენში, ჰოლანდიელი ლტოლვილების ოჯახში დაიბადა.