წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
გერმანიაში ლეგენდარული კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის უცნობი საორგანო ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში მაყურებლის წინაშე პირველად შესრულდა.
ეს ლაიფციგში, წმინდა ტომასის ეკლესიაში მოხდა, სადაც ბახი 27 წლის განმავლობაში მუშაობდა და სადაც დღეს მისი საფლავია. ნაწარმოები ნიდერლანდელმა ორგანისტმა ტონ კუპმანმა შეასრულა. მისი შეფასებით, ეს „ძალიან მაღალი ხარისხის“ ნამუშევრებია.
ორი ნაწარმოები - ჩაკონა რე მინორში და ჩაკონა სოლ მინორში ბრიუსელის სამეფო ბიბლიოთეკაში გერმანელი კომპოზიტორის შემოქმედების მკვლევარმა, პიტერ ვოლნიმ, ბახის მანუსკრიპტების კატალოგიზაციისას 1992 წელს აღმოაჩინა. შემდეგი 30 წელი მან ნოტების ავთენტურობის დადგენას მოანდომა.