„ეს სიტყვა არ თქვათ, რადგან პორტალი ისეა გახსნილი რომ…“ - გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს
1789152926
მკვლელობა მოხდა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდა კაცმა ტყეში მეზობელი მოკლა.
ამ დროისთვის სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელმა კაცი დანით მოკლა.
„რა განზრახვა ჰქონდა არ ვიცი. კარგად იყვნენ ერთმანეთში არანაირი წინაპირობა არ იყო. ჯერ ვერ იპოვეს. ოთხჯერ ჩაურტყამს დანა, გაუბედურდა არაფრის გულისთვის“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გავრცელებული ინფორმაციით, 112-ში მესამე ადამიანმა დარეკა, რომელიც ბრალდებულთან და გარდაცვლილთან ერთად ტყეში იმყოფებოდა.
ადგილობრივების თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.