ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
მკვლელობა მოხდა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ახალგაზრდა კაცმა ტყეში მეზობელი მოკლა.
,,პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ჩვენი ინფორმაციით, მეზობელმა კაცი დანით მოკლა.
ადგილობრივების თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.