ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
მკვლელობა ამბროლაურში.
სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი მოკლა.
,,პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა მოკლულის და ბრალდებულის ვინაობა.
მოკლული ომარ გაბისონიაა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოხაძეა.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთმა პირმა მეზობელი დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.