1701023097
ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 6 ქართველთან ერთად საბერძნეთში დააკავეს
საბერძნეთში მასობრივი ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, ათენში და მის მიმდებარე ქალაქებში ძარცვის სქემას ე.წ. კანონიერი ქურდი, 41 წლის ირაკლი ხოხიაშვილი, იგივე ირაკლი "ქუთაისკი" ხელმძღვანელობდა. გამოძიება არ აკონკრეტებს, თუმცა "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად გაარკვია საქმის ყველა ფიგურანტის ვინაობა. ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად დაკავებულები არიან მისი გარემოცვის წევრები. ყველა მათგანი საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ წავიდა და წარსულში სამართლებრივი პრობლემების გამო, მათ უმრავლესობას პერსონალური მონაცემები შეცვლილი აქვს.
„კურიერი“ დღეს დაკავებულების რეგისტრაციის მისამართებზეც იმყოფებოდა. ახლობლები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
საბერძნეთში ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი ერთ-ერთია, ვინც ქართველი მძარცველების სამიზნე გახდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირთან ერთად მრავალტომიან საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს ბერძენი პროკურორიც, რომლის სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.
ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი:
ასევე ნახეთ:
რატომ ეკავა მუდამ ელისაბედ II-ს ხელში ჩანთა - დედოფლის ქცევის საიდუმლო ამოხსნილია
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი
წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რა დატვირთვით იყენებენ მას ვარსკვლავები