საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ
1794500392
ბრაზილიელი მებრძოლი მარლონ მორაეში, რომელთან საჭიდაოდაც მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში ჩავიდა, გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა.
„შედგება თუ არა ჩვენი ბრძოლა? ჯერჯერობით, არაფერი ვიცი. იმედია, მერაბი თავს კარგად გრძნობს. დვალიშვილი კარგი ბიჭია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმედია, ის თავს კარგად გრძნობს და ჭიდაობას შეძლებს“, - ამბობს მებრძოლი.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. აქვე გეტყვით, რომ RAF-ის ღონისძიება, რომელზეც დვალიშვილი-მორაეშის ბრძოლაა ჩანიშნული, 14 ნოემბერს უნდა გაიმართოს.