1728194938
ცნობილია ორი დაღუპულის ვინაობა, რომელიც საგარეჯოში წუხელ მოკლეს - "სტუმრად იყო ნათესავთან, ეზოში საუბროდნენ“
საგარეჯოში მოკლული ორი პირი, 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე, ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. „პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, ნასრაძე საგარეჯოში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ბიჭები ეზოში საუბრობდნენ, რა დროსაც სროლა ატყდა.
„ბიჭები უბრალოდ ლაპარაკობდნენ. აზრზე არ ვართ, ეს საშინელება საიდან მოიფიქრა. ამბობენ, მკურნალობდა კიდეცო და პრობლემები ჰქონდაო, მეუღლეც გაუგდია სახლიდან. თუ ავად იყო, სტაციონარში დაწოლილიყო, ეს რა ამბავი დაგვატეხა თავს, საშინელებათა ფილმში მგონია თავი, რომელი ვიგლოვოთ, აღარ ვიცით"- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 20 იანვრის ღამეს, 50 წლამდე ასაკის, ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ხუთი და დაჭრა ხუთი ადამიანი.თავად ათუაშვილმა, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.