1728312638
ბოთლი გადმოაგდო და აფეთქდა... პოლიციელი მოკლა... ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა - თვითმხილველი საგარეჯოს ტრაგედიაზე
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.
ტრაგედიის შემზარავ ღამეს თვითმხილველები იხსენებენ:
„არაფერს არ ითხოვდა. პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო... და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა... იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მე მგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელი მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა.
ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა - 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. ვერავინ ვერ ვხსნით რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888