დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას მანქანის მძარცველი ქართველები იყვნენ, თუმცა იტალიური პოლიციისა და მედიისთვის კვლავ უცნობია, რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა ჩაიდინეს ეს დანაშაული.
იტალიური მედია "Area Napoli" საქმის ახალ დეტალებს აქვეყნებს. მათი თქმით, ქურდებმა, სავარაუდოდ იცოდნენ მანქანის პატრონის ვინაობა.
"ქურდებმა, როგორც ნეაპოლიტანური გაზეთი აღნიშნავს, შეისწავლეს მისი გადაადგილება, განრიგი, ჩვევები. როდის შედის ფეხბურთელი სახლში, როდის მიდის დასაძინებლად. ადამიანები, რომლებსაც მასპინძლობს და ვისთან ერთადაც ცხოვრობს. ამის შემდეგ მძრცველები მოქმედებაზე გადადვიდნენ. დაცვას გვერდი აუარეს, უსაფრთხოების ზომები გადალახეს და იმ სივრცეში შეიჭრნენ, სადაც მანქანა იდგა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა შეარჩიეს ისეთი დრო, როცა ყველას ეძინა.
მოპარული ავტომობილის მოსაძებნად იტალიის პოლიციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა. ქართველი ფეხბურთელის კუთვნილი Mini Countryman, რომელიც 35 000 ევროს ღირებულებისაა, სამანქანო გზაზე მიტოვებული იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ძარცვა დეტალურადაა აღბეჭდილი. ამ ეტაპზე პოლიცია დამნაშავეების იდენტიფიცირებას ცდილობს, თუმცა მათი შეფასებით ეს მარტივი არაა, რადგან მძარცველებს სახე შენიღბული ჰქონდათ.