სროლა სოხუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი

მოკლა

სოხუმში, ზვანბას ქუჩაზე, სროლა იყო. ინფორმაციას რამდენიმე Telegram-არხი ავრცელებს.

არსებული ცნობებით, სროლის შედეგად დაიჭრა ექიმი გვარად გულარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მოქალაქე ბიგვავამ გახსნა.

შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.