1732216283
სისხლიანი გარჩევა ქართველებს შორის სტამბოლში - დეტალები
რამდენიმე დღის წინ სტამბოლის გარეუბანში მომხდარი ინციდენტის შედეგად მოკლული 32 წლის გიორგი სიხარულიძის მკვლელი დაკავებულია.
გავრცელებული ცნობით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ოდიშის მკვიდრი ზვიად ბულიაა.
ოჯახმა მისი დაკავების შესახებ ზვიადის მეგობრისგან შეიტყო.
„დეტალები არაფერი არ ვიცით, ზვიადი ცხრა წელია თურქეთშია, გვეხმარებოდა ოჯახს. ჩემი მაზლია ზვიადი, ის 45 წლისაა. ძმა და მამა გარდაცვლილი ჰყავს. მე და ჩემს მეუღლეს და დედამისს იქიდან გვეხმარებოდა, მას ცოლ-შვილი არ ჰყავს",- უთხრა "პრაიმტაიმს" ზვიად ბულიას რძალმა.
ცნობისთვის, მკვლელობა სტამბოლის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 6 პირი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, სუფრაზე ურთიერთშელაპარაკება ზვიად ბულიას ხვიჩა წიფურიასთან მოუვიდა, რომელიც დანით დაჭრა. გიორგი სიხარულიძემ კი ხვიჩას დაცვა სცადა, ბულიამ სიხარულიძეს ხელი გაარტყა, შემდეგ სამჯერ დანა დაარტყა.
დაჭრილ ხვიჩა წიფურიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილი გიორგი სიხარულიძე 6 წლამდე ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავში იზრდებოდა.
ფოტოზე: ზვიად ბულია