შანიძეების ოჯახის კიდევ ერთი ტრაგედია - მათ 3 წლამდე ბიჭი 2 წლის წინ გარდაეცვალათ

ტრაგედია

გლ­დან­ში, CO-ს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად დაღუპულ შა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახს, კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი. ინფორმაცია"პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.

"ირაკლის დაახლოებით 2 წლის წინ გარდაეცვალა ბიჭი, გაცივდა ბავშვი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოფელშია, შუა ქვალონში დასაფლავებული. ირაკლი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მშრომელი, ოჯახის სარჩენად პერიოდულად სხვადასხვა მშენებლობებზე მუშაობდა თბილისში", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

ამავე ცნობით, ირაკლის ჰყავს მამა სოფელ ქვალონში და ერთი ძმა, რომელიც თბილისშია.

"ყველანი შოკირებულები ვართ იმ ტრაგედიით, რის შესახებაც გუშინ გაიგო მთელმა საქართველომ. მარადიულ საუფლოში გადაინაცვლა ძალიან ლამაზმა ქართულმა ოჯახმა, პატიოსანმა და მშრომელმა ახალგაზრდა დედ-მამამ, მათმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა პატარა ანგელოზებმა, იქ მათ კიდევ ერთი პატარა ძამიკოს სული ელოდებათ და ამიერიდან ერთად იქნებიან ზეციურ საუფლოში.

სამძიმარი ვუთხრათ მათ ჭირისუფლებს, თუმცა არ არსებობს სიტყვები, რომლებიც მათ თუნდაც ოდნავ მაინც ანუგეშებს, და ვილოცოთ გარდაცვლილთა სულებისთვის, ღმერთო,სასუფეველი დაუმკვიდრე მათ ლამაზ უმანკო სულებს,ამინ", - წერს ოჯახის ახლობელი.

ტრაგედიის შედეგად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან: 32 წლის ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი - 6 წლის მა­რი­ამ შა­ნი­ძე, 5 წლის და­რე­ჯან შა­ნი­ძე და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, რომელიც რუსუდანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრი ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსული იყო.
ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.ახლობლების ცნობით, ცხედრებს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სოფელში მამის სახლში გადაასვენებენ.