„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ...“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ
1795272135
ევროკავშირი 23 ნოემბერს განიხილავს დანიის წინადადებებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითვალისწინებს.
კოპენჰაგენი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტისა და არაბიომეტრიული რუსული პასპორტების შენგენის მთელ ზონაში აღიარებაზე უარის თქმის ინიციატივით გამოდის.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დანიის მთავრობამ შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკვე დაუგზავნა.
წინადადება ასევე ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ისეთი ვიზების უფრო ხშირად გაცემას, რომლებსაც მოქმედების შეზღუდული ვადა და გადაადგილების განსაზღვრული გეოგრაფიული არეალი ექნება.
„ახლა შექმნილია ყველა პირობა გადამწყვეტი მოქმედებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ეროვნული ზომების არსებული ფრაგმენტული სისტემა ევროკავშირის დონეზე რეალურად ერთიანი მიდგომით ჩავანაცვლოთ“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც „როიტერი“ ციტირებს.
დანია ასევე მოითხოვს რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ინიციატივის მიზეზი გახდა დანიის დაზვერვის განცხადება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველებმა უკრაინისა და აშშ-ის მოქალაქე რეპერ Kyivstoner-ზე თავდასხმა აღკვეთეს.
დანიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მკვლელობა სექტემბერში, კოპენჰაგენში გამართული კონცერტის დროს, ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობით იგეგმებოდა. დანიის დაზვერვა თავდასხმის ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამ მოვლენების შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა რუსეთის სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილება გამოაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეამცირებს.