1732386875
,,რომ გადავიხედე, ეზოსთან მიცვალებული იყო..." - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე
თბილისში მკვლელობა მოხდა. ლილოს დასახლებაში, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მეზობელი სანადირო თოფით მოკლა.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, 35 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან გამვლელ მეზობელს ესროლა. 1947 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივზე არაფერი იციან.
როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის მოტივიც ეს არის.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „როდესაც მამა დაიჭირეს - დედამ პირობა მისცა...“ - ანრი ჯოხაძის უცნობი ამბები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს