თბილისში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ახალგაზრდა კაცი

policiis lenti

თბილისში, მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. 

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1947 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ასევე ნახეთ: 

👉,,სიკვდილო, ვინ წაგვართვი?! არ დააცადე, ბედნიერი ყოფილიყო..." - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

👉,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

👉 VIDEO: ,,შოკია! მოულოდნელი აღმოჩნდა..." - რა ხდება ,,პრაიმ ჰაუსში"