ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ირაკლი მალანიას მკვლელობაში მხილებულ საქართველოს ორ მოქალაქეზე უკრაინამ ძებნა გამოაცხადა.
შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გახმაურებული მკვლელობისთვის იძებნებიან 36 წლის ლაშა სიხარულიძე და 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძე. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი არუთინოვია. მან კიევის სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება. არუთინოვი თბილისიდან კიევში ჩასული თავდამსხმელებისთვის რაიმე სახის დახმარებას უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია. ირაკლი მალანია კიევის სასამართლოს შენობასთან 16 ნოემბერს ჩაცხრილეს.
თავდამსხმელებმა მას ოთხი ტყვია ესროლეს. მალანია რამდენიმე დღე საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.