9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
ოკუპირებული გალის რაიონის მილიციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს – ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი თემურ ზუხბა და მურმან ლემონჯავა. ლემონჯავა კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც “კანონიერი ქურდი – მურმან გალსკი”.
უწყების ცნობით,თემურ ზუხბას ჩხრეკისას 6 შეკვრა “მეტადონი” აღმოაჩნდა, თუმცა, მისი თქმით, ნარკოტიკების პარტია, რომლის საერთო წონა 8 გრამს აღემატება, მურმან ლემონჯავამ შეიძინა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ამავე ცნობით,ლემონჯავამ ზუხბას 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება 150 ათას რუბლად გადასცა გასაყიდად, დანარჩენი კი სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
ოკუპირებული გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით – ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: თეა შონია